ანდრე ონანა
Aa
Aa

მან. იუნაიტედი ონანას ტრანსფერზე თურქულ კლუბს შეუთანხმდა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ტრანზონმა’’ „მან. იუნაიტედთან’’ ანდრე ონანას ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ახლა ყველაფერი ონანას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

2023 წლის ზაფხულში „წითელმა ეშმაკებმა’’ ონანა 51 მილიონ ევროდ მილანის „ინტერიდან’’ შეიძინეს, თუმცა კამერუნელის კარიერა „ოლდ ტრაფორდზე’’ წარმატებული არ ყოფილა, ორი სეზონის შემდეგ 29 წლის მეკარე კლუბის გეგმებში აღარ შედის.

ინგლისის პრემიერ ლიგაში ონანას სტატისტიკა ასეთია, 72 მატჩში 239 „სეივი’’ შეასრულა და 18 მატჩში კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება საკლუბო ტიტულებს, 2023-24 წლების სეზონში ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა, გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, „ტოტენჰემთან’’ ბრენან ჯონსონის გოლით დამარცხდა.

ანდრე ონანას „მან. იუნაიტედთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები