ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია - ჩხუბი 22 ნოემბერს გაიმართება

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია.

როგორც Marca წერს, ქართველი ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორთაბრძოლა 22 ნოემბერს, კატარში შედგება.

შეგახსენებთ, რომ უფროსი თოფურია 29 წლისაა. მას MMA-ში 6 მოგება და 1 წაგება აქვს. UFC-ში მისი დებიუტი თებერვალში, UFC 312-ზე შედგა: „კონკისტადორმა“ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტომბერში მასთან მინდა ჩხუბი“ | მანქანამ თოფურია გამოიწვია
„ოქტომბერში მასთან მინდა ჩხუბი“ | მანქანამ თოფურია გამოიწვია