ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ძალიან სახიფათოა“ | ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. გეიჯიმ ინტერვიუ ESPN MMA-ს მისცა, თავისთვის იდეალური სცენარი დაასახელა და „ელ მატადორი“ სახიფათო მებრძოლად შეაფასა.

„რა თქმა უნდა, მიკერძოებული ვარ, თუმცა ჩემი იდეალური სცენარი ასეთია: 2025 წელს ილია თოფურიას დავამარცხებ, ტიტულს თეთრი სახლის ქარდზე მაქს ჰოლოუეისთან დავიცავ და შემდეგ კარიერას ჩემპიონისა და BMF-ის ქამრით დავასრულებ.

ოლივეირასთან ჩხუბამდე მაინტერესებდა, როგორ გადმოვიდოდა ილია მსუბუქ წონით დივიზიონში. ეს ბიჭი ძალიან, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მისი 2-3 კომბინაცია (ქროსი და წამყვანი ჰუკი) ალბათ საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს — ამ დეკადაში ნამდვილად გამორჩეულია.

თოფურია ოქტაგონში კარგად გადაადგილდება და თავდაჯერებულობა მისი დიდი უპირატესობაა. ასეთ მებრძოლთან ჩხუბისას მნიშვნელოვანია, საწყის რაუნდებში მომენტუმი წაართვა. ილია სახიფათოა და ბრძოლა უყვარს, ასე რომ, ნებისმიერისთვის სერიოზული მეტოქეა.

ვფიქრობ, არმან ცარუკიანს თოფურიას არიდებენ, რადგან არმანი მოსაწყენია და მისი ჩხუბის ყურება არავის სიამოვნებს. ჰოლოუეი ვარიანტია და, ჩემი აზრით, მაქსი მსუბუქ წონით დივიზიონში საერთოდ სხვა ცხოველია — თუმცა ილიაც ასეთია: ისიც სხვა ცხოველია. ძალიან მიხარია, რომ ისინი ჩვენს წონით დივიზიონში ამოვიდნენ და მსოფლიოს საუკეთესო დივიზიონი კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელი გახადეს.“

ცნობისთვის, გეიჯიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედი პიმბლეტთან ბრძოლას არ აპირებს. ჯასტინს საჩემპიონო ამბიციები აქვს და სჯერა, მიზანს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი ბრუნდება | მანქანა საჩემპიონო ქამარს ოქტომბერში დაიცავს
დვალიშვილი ბრუნდება | მანქანა საჩემპიონო ქამარს ოქტომბერში დაიცავს