„ასეთი დარტყმა თავიდან უნდა აერიდებინა“ - ვოლკანოვსკიმ ოლივეირა გააკრიტიკა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბი შეაფასა და ბრაზილიელი მებრძოლი გააკრიტიკა.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„მეგონა, ჩარლზს გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნებოდა. მას ასეთი დარტყმა თავიდან ნებისმიერი გზით უნდა აერიდებინა, მაგრამ ეს უბრალოდ არ გააკეთა. გადაწყვიტა, რომ დარტყმა უნდა მიეღო და საბოლოოდ, პირველი რაუნდის ნოკაუტი ვნახეთ“.
„უნდა ეჭიდავა. ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. მეგონა, რომ ჩარლზი თეიქდაუნებზე წავიდოდა და ბრძოლას მიწაზე წაიყვანდა. ასეც სცადა, მაგრამ თეიქდაუნი საპასუხოდ მიიღო. როდესაც ილია ზემოთ აღმოჩნდა, ჩარლზი უკვე დაღლილი მომეჩვენა. არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, მაგრამ როდესაც ფეხის დაჭერა სცადა, ილია უბრალოდ წამოდგა და ფეხი ამოაცალა. შემდეგ ფეხზე იდგა და ურტყამდა, ჩარლზი კი გაუნძრევლად იწვა. ასე 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა...“
ილია თოფურიამ 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. რაც შეეხება P4P-ის რეიტინგს, „მატადორმა“ ისლამს გადაუსწრო და პირველ ადგილზე აღზევდა, შესაბამისად, მახაჩევი მეორე ადგილზე დაქვეითდა, მესამე საფეხურს კი მერაბ დვალიშვილი იკავებს.