„დივიზიონის შეცვლა გამორიცხული არ არის“ - ომალის სამომავლო გეგმები
მერაბ დვალიშვილთან განცდილმა ორმა მარცხმა შონ ომალის ავტორიტეტსა და ამბიციებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. „შუგას“ დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქართველი „მანქანის“ ძლევას რემატჩში მაინც მოახერხებდა, მაგრამ ივნისში კიდევ უფრო უსუსური იყო და თუ პირველ შემთხვევაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო, ამჯერად დვალიშვილმა საბმიშენით მოუგო. რას აპირებს მომავალში და იგეგმება თუ არა წონის ცვლილება, ამ თემასთან დაკავშირებით ომალიმ მედიის წარმომადგენელს ასეთი პასუხი გასცა:
„ჯერჯერობით წონის დაფიქსირება საერთოდ არ მიჭირს და სუპერმსუბუქ დივიზიონში კიდევ რამდენიმე დიდი ბრძოლა მაქვს ჩასატარებელი, მაგრამ გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში ძალები ქვემსუბუქშიც მოვსინჯო. წონისა და დივიზიონის ცვლილება ნებისმიერი მებრძოლისთვის დიდი გამოწვევაა და მზად ვარ ამ გამოწვევებს საკადრისად გავუმკლავდე“.
ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილთან განცდილ ორ მარცხამდე, შონ ომალის ზედიზედ სამი ბრძოლა ჰქონდა მოგებული - მან პიოტრ იანს, ალჯამეინ სტერლინგსა და მარლონ ვერას აჯობა.