შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

ემოციების მართვის კურსები - სტრიკლენდი სერიოზულ სასჯელს გადაურჩა

შონ სტრიკლენდი სერიოზულ სასჯელს გადაურჩა და შერეულ ორთაბრძოლებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. Tuff-N-Uff 145-ის დროს მომხდარი ინციდენტისას ჩადენილი საქციელი, როდესაც მან ლუის ერნანდესს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აპატია და ფიზიკურად გაუსწორდა, არ აპატიეს და UFC-ის ხელმძღვანელებმა ორგანიზაციის რიგებიდან გარიცხეს, უფრო სერიოზული სასჯელის შესახებ კი ახლა გამოაცხადეს.

კერძოდ, სტრიკლენდი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის ემოციების მართვის კურსებზე სიარულს დათანხმდებოდა, სასჯელი თვენახევარით შემცირდებოდა. შონი კომპრომისზე წავიდა და განაცხადა, რომ კურსებზე ივლის, რის გამოც მისი დისიკვალიფიკაცია უკვე სიმბოლურ ხასიათზე ატარებს, რადგან როგორც თავად განაცხადა, 2025 წელს ოქტაგონში დაბრუნებას ისედაც არ გეგმავდა.

ცნობისათვის, შონ სტრიკლენდმა ბოლო ბრძოლა საშუალი წონითი დივიზიონის ახლა უკვე ყოფილ ჩემპიონ დრიკუს დუ პლესისთან ჩაატარა და ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეგ ბიჭი ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს“ - ხამზატის პირველი კომენტარი
„ეგ ბიჭი ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს“ - ხამზატის პირველი კომენტარი