ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამი P4P-ში პირველი უნდა იყოს“ | მახაჩევის მენეჯერის კომენტარი ილიას წინსვლაზე

ისლამ მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი UFC-ის Pound for pound რეიტინგს გამოეხმაურა. UFC 317-ის შემდეგ ილია თოფურიამ P4P-ში პირველი ადგილი დაიკავა და მახაჩევის 602-დღიანი სერია დაასრულა, რაც აბდელაზიზს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ილია თოფურიას არაფერს ვუკარგავ და ის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ გვინახავს. თუმცა ვფიქრობ, ისლამის 15-ბრძოლიანი მოგებების სერია UFC-ში და ბოლო ათი ბრძოლიდან ცხრის ფინიშით დასრულება მას Pound for pound რეიტინგის პირველ ნომრად აქცევს“.

საინტერესოა, რომ ისლამი პირველი ნომერი 2023 წლის 7 ნოემბერს გახდა და მას შემდეგ, ლიდერობას არავის უთმობდა. UFC P4P რეიტინგის პირველ ადგილს, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, ჯონსი იკავებდა. „ბოუნსი“ ლიდერი ზედიზედ 659 დღის განმავლობაში იყო და მახაჩევს ამ რეკორდის მოსახსნელად რამდენიმე დღე დააკლდა

„ელ მატადორის“ წინსვლის შემდეგ, მახაჩევმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მერაბ დვალიშვილი კი მესამეა. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ალეშანდრე პანტოჟას. „კანიბალი“ როგორც იქნა, ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციას იკავებს, დრიკუს დუ პლესი - მეოთხეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ მიდიოდა სანტანდერში ავტომობილით | ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
რატომ მიდიოდა სანტანდერში ავტომობილით | ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები