ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჩემთან ჩხუბის შემდეგ იტირებს“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ მასთან ჩხუბის შემდეგ ტირილს დაიწყებს.

„ჯასტინ გეიჯიმ და პედი პიმბლეტმა ერთმანეთთან უნდა იჩხუბონ. მე საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა მივიღო და როცა ტიტულს დავეუფლები, მათ გამარჯვებულს შევხვდები. მოახდინა თუ არა ილიამ ჩემზე შთაბეჭდილება? არა! მის ადგილას რომ ვიყო, მეც მარტივ ბრძოლებს ავირჩევდი. ყველას ფეხებზე ჰკიდია, ილია რას ამბობს. UFC ეტყვის, ვის უნდა ეჩხუბოს, და იმასაც გააკეთებს. ეს უბრალოდ თრეშ-თოქია.

სად მინდა ილიასთან ჩხუბი? აბუ-დაბიში, ოქტომბერში. ნიუ-იორკიც კარგი ვარიანტია, მაგრამ აბუ-დაბი უკეთესია, რადგან ჩემი ხალხი — ქართველები, სომხები და რუსები — ორთაბრძოლას უპრობლემოდ დაესწრებიან და სიამოვნებას მიიღებენ. აბუ-დაბი საქართველოსა და სომხეთთან ძალიან ახლოსაა და არც ვიზა სჭირდებათ. ისტორიული დაპირისპირება იქნება — საქართველოში დაბადებული მებრძოლები ტიტულისთვის იჩხუბებენ.

ვის უგულშემატკივრებენ ქართველები? უმრავლესობა ილიას დაუჭერს მხარს, თუმცა ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც თოფურია არ მოსწონს. რატომ? ქართველებს სხვანაირი კულტურა აქვთ: არ მოსწონთ, როცა ბევრს ლაპარაკობ და გამომწვევად იქცევი. ვფიქრობ, საქართველოში მერაბი უფრო უყვართ, ვიდრე ილია. თოფურიას შეუძლია, თავდაჯერებული იყოს და გამარჯვება წინასწარ აღნიშნოს, თუმცა ორთაბრძოლის შემდეგ აუცილებლად იტირებს.“

 ცნობისთვის, ცარუკიანი ნომერ პირველი კონტენდერია და განაწყენებული დარჩა იმ ფაქტით, რომ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ ოქტაგონზე პედი პიმბლეტი შეუშვეს. არმანის თქმით, „ბედი“ სატიტულო ორთაბრძოლას არ იმსახურებს და თოფურიას მომდევნო მეტოქე თვითონ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა
ილიაზე ტყუილი თქვა და გააკრიტიკეს | კორმიემ ბოდიში მოიხადა