კოვინგტონს პიმბლეტთან ჩხუბი სურს
ქვესაშუალო წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კოლბი კოვინგტონი პედი პიმბლეტთან ჩხუბით არის დაინტერესებული.
ამერიკელის თქმით, მას ბრძოლისთვის თავი არ დაუნებებია.
„მხოლოდ დიდი ჩხუბები მსურს. ვფიქრობ, პედი პიმბლეტთან ჩხუბი საინტერესო იქნებოდა. ის ახლა პოპულარულია, თუმცა მხოლოდ ბრიტანული აქცენტისა და თავისი ვარცხნილობის გამო. სხვათა შორის, ზომებით ჩემზე დიდია. ეს ბიჭი დიდ წონას იკლებს“, - თქვა კოვინგტონმა.
შეგახსენებთ, რომ კოლბიამ ბოლო ჩხუბი გასული წლის დეკემბერში გამართა. ის ხოაკინ ბაკლისთან მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
რაც შეეხება პიმბლეტს (23-3), მას ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს. „ბედიმ“ ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა.