მაქს ჰოლოუეი, დასტინ პორიე
Aa
Aa

პორიე თავის ბოლო ჩხუბზე: მინდა ლამაზად წავიდე

UFC-ს ამერიკელი მებრძოლი, დასტინ პორიე კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას 19 ივლისს, (თბილისის დროით, 20 ივლისს) ნიუ ორლეანში ჩაატარებს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

მათი ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში შედგება და სასწორზე BMF-ის (The Baddest Motherfucker) სიმბოლური ქამარი იდება.

ESPN MMA-სთან ინტერვიუში, პორიემ სწორედ მოსალოდნელ ბრძოლაზე ილაპარაკა.

„მინდა პროცესით ვისიამოვნო. ეს ხომ ჩემი ბოლო შესაძლებლობაა, რომ ყველა ეს ემოცია განვიცადო: მღელვარება ბრძოლამდე, ოქტაგონზე გასვლა. მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ნამდვილი შოუ მოვაწყო. მინდა ლამაზად წავიდე. დაე, ეს ბრძოლის წელი იყოს. მზად ვარ იმისთვის, რომ ნაკერები დამჭირდება“, - თქვა პორიემ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეი და პორიე ლეგენდები არიან და ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მათ ორჯერ უჩხუბიათ და ორივეჯერ პორიემ იმარჯვა.

2012 წელს, ჰოლოუეი მტკივნეული ილეთით დამარცხდა, 2019-ში კი, დასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ცნობისთვის, ჰოლოუეის კარიერაში 34 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 26 მოგება და 8 წაგებაა. პორიეს 40 ორთაბრძოლიდან მოგებული 30 აქვს, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვხედავ როგორ იგებს ილია ნოკაუტით“ - პიკში მყოფი ხაბიბი VS თოფურია
„ვხედავ როგორ იგებს ილია ნოკაუტით“ - პიკში მყოფი ხაბიბი VS თოფურია