მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მერაბი დაუმარცხებელი მანქანა არ არის, მე კი არც უმარი ვარ და არც ომალი“

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ კორი სენდჰეგენი იქნება, რომელიც კარგი კარდიოთი გამოირჩევა და ამ მხრივ თვლიან, რომ „მანქანას“ უპირატესობა აღარ ექნება.

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული და აბსოლუტურ რეკორდამდე (16) 3 მოგება აშორებს. ბევრი ამაში დარწმუნებულია და თვლის, რომ „მანქანა“ ამას შეძლებს, მაგრამ ასე არ ფიქრობს კორი სენდჰეგენი.

„აღტაცებული ვარ. საბოლოოდ მივიღე შანსი, რომ დავამტკიცო, თუ რატომ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი. არ ვაპირებ იმის დაჯერებას, თითქოს მერაბი დაუმარცხებელი მანქანაა. არ ვეთანხმები. ფიზიკური მომზადების მხრივ მეც ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. ვერ დამღლის და მაჯობებს ისე, როგორც სხვა ბიჭებს უმკლავდებოდა.

გამოვალ და მას ჩემს სტილს შევთავაზებ, ამის მიღება მოუწევს და არა პირიქით. მე არ ვარ ომალი. ვერ დამაგდებს და ვერ გამაკონტროლებს. არც უმარი ვარ, რომ მეოთხე ან მეხუთე რაუნდში დავიღალო.

ხუთივე რაუნდში იქ ვიქნები ბოლომდე, მზად ვარ გრეპლინგისთვისაც, შემდეგ კი მას ჩემი დარტყმების გაძლება მოუწევს. ეს კი მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. მერაბი ზოგჯერ ზედმეტად მოუმზადებლად იხსნება“.

- განაცხადა სენდჰეგენმა MMA Crazy-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები