ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

ტერენს კროუფორდს WBC-ის ტიტული ჩამოართვეს

ტერენს კროუფორდს WBC-ის ტიტული და აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი ჩამოერთვა.

ეს გადაწყვეტილება ტაილანდში, ორგანიზაციის 63-ე კონვენციაზე მიიღეს. ამის მიზეზი ამერიკელი მოკრივის მიერ საჩემპიონო მოსაკრებლების გადაუხდელობა გახდა.

შესაბამისად, WBC-ის ტიტული მეორე საშუალო წონაში ვაკანტურად გამოცხადდა. მისთვის იჩხუბებენ ჰამზა შირაზი და კრისტიან მბილი, ხოლო ლესტერ მარტინესი გახდება სავალდებულო პრეტენდენტი.

შეგახსენებთ, რომ ტერენსმა ბოლოს 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში იჩხუბა და კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის Super Middleweight ტიტულები მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსიკს უაილდერთან ჩხუბი სურს
უსიკს უაილდერთან ჩხუბი სურს