ენტონი ჯოშუა, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ჯეიკ პოლი და ენტონი ჯოშუა 19 დეკემბერს იჩხუბებენ

მძიმე წონაში, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ენტონი ჯოშუა და ამერიკელი ბლოგერი მოკრივე, ჯეიკ პოლი პროფესიონალურ ბრძოლას 19 დეკემბერს გამართავენ.

როგორც BBC Sport-ი წერს, მათი დაპირისპირება მაიამიში, Kaseya Center-ში შედგება. 8-რაუნდიანი ჩხუბის ტრანსლაცია Netflix-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

თავდაპირველად, 28 წლის პოლი ჯერვონტა დევისს 14 ნოემბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქარდიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო ამოიღეს.

როგორც გაირკვა, მის შემცვლელად განიხილებოდნენ რაიან გარსია და ტერენს კროუფორდი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მძიმე ჯოშუაზე შეჩერდა. 

შეგახსენებთ, რომ პოლმა ბოლოს 29 ივნისს იჩხუბა და უმცროსი ხულიო სეზარ ჩავესი დაამარცხა. გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

რაც შეეხება ჯოშუას, მან ბოლო ბრძოლა სექტემბერში, დანიელ დუბუასთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოკრივე 1 მოგებითა და 100 წაგებით | ჯეიკ პოლარდის ისტორია
მოკრივე 1 მოგებითა და 100 წაგებით | ჯეიკ პოლარდის ისტორია