ილიას ძალა, ალექსანდრეს ინტელექტი | მერაბის იდეალური ქართველი მებრძოლი
მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს. ჩხუბამდე, დვალიშვილი და იანი უცხოურ გამოცემებს ინტერვიუებს აძლევენ და TNT Sports-მა მერაბს სთხოვა, იდეალური ქართველი მებრძოლი აეწყო.
ძალა: ილია თოფურია
კარდიო: მერაბ დვალიშვილი
ფეხით განხორციელებული დარტყმები: გიგა ჭიკაძე
საბრძოლო ინტელექტი: ალექსანდრე თოფურია
ჭიდაობა: მერაბ დვალიშვილი
ნიკაპი: რომან დოლიძე
სალაპარაკო უნარები: ილია თოფურია
შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა, რომელსაც თბილისის დროით, 7 დეკემბერს ვიხილავთ. საჩემპიონო ჩხუბი დაახლოებით 08:30-დან დაიწყება. იანის დამარცხების შემთხვევაში მერაბი გახდება UFC-ის პირველი მებრძოლი, რომელმაც ტიტული ერთი წლის განმავლობაში 4-ჯერ დაიცვა.