უელში: “პიოტრს გარკვეული შანსი აქვს, მისი მარჯვენა შეიძლება გაძვრეს“
სულ მალე მერაბ დვალიშვილი მეოთხედ ეცდება ტიტულის დაცვას. ქართველი მებრძოლი ამას პიოტრ იანის წინააღმდეგ გააკეთებს, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა.
მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება შონ ო’მალის მწვრთნელმა ტიმ უელშიმ ისაუბრა, რომელმაც პიოტრს რჩევა მისცა.
უელში:
„მერაბ დვალიშვილი უდავოდ სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, თუმცა პიოტრს გარკვეული შანსი აქვს. დვალიშვილი ნოკაუტზე არის დაგეშილი და სწორედ აქ აქვს შანსი იანს.
გაიხსენეთ, დვალიშვილი სენდჰაგენთან ხელებს როგორ იქნევდა. იმ მომენტში მისი ნიკაპი ღია რჩებოდა. პიოტრ იანი შესანიშნავი მოკრივეა და კონტრ-დარტყმებზე შეუდარებელი. თუ ასეთი მომენტი ჩავარდება, იანის მარჯვენა შეიძლება გაძვრეს.“
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი გახდება ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელიც ტიტულს ერთ წელიწადში 4-ჯერ დაიცავს.
ცნობისთვის, იანისა და დვალიშვილის ბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა. ღონისძიება 7 დეკემბრით თარიღდება.