ალისონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს? - „კლუბი ამაზე უკვე მუშაობს“
ბრიტანულ მედიაში, „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. გავლენიანი გამოცემა the Athletic-ის ჟურნალისტი, გრეგ ევანსი ამტკიცებს, რომ მერსისაიდული კლუბი ბრაზილიელს კონტრაქტს 1 წლით გაუხანგრძლივებს.
ალისონს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა ამჟამინდელი ხელშეკრულებით, კლუბს ავტომატურად შეუძლია კონტრაქტის ვადის 1 წლით გახანგრძლივება, გრეგ ევანსი კი ამბობს, რომ „ლივერპული“ ამ ოპციას გამოიყენებს და შესაბამისად, ალისონი მერსისაიდულ გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ბრაზილიელი მეკარე „ლივერპულში“ პირველ ნომრად ითვლება. გუნდში გიორგი მამარდაშვილის მისვლის მიუხედავად, ალისონი კვლავ პირველ მეკარედ მოიაზრება და თუ არ ჩავთვლით ტრავმის გამო იძულებით გამოტოვებულ მატჩებს, ბრაზილიელი ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში იყო.
მიმდინარე სეზონში, ალისონმა ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა, გიორგი მამარდაშვილმა კი „ლივერპულის“ მაისური 10 მატჩში მოირგო, 16 გოლი გაუშვადა და ასევე სამ შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა.