მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მინდა, დავანოკაუტო ან ტექნიკური ნოკაუტით მოვუგო“ | მერაბმა იანთან ჩხუბზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილმა ESPN MMA-ს ინტერვიუ მისცა. „მანქანა“ რამდენიმე დღეში საჩემპიონო ორთაბრძოლას გამართავს. დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულის დაცვას პიოტრ იანთან შეეცდება და მერაბმა წონის კლებასა და მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა.

წონის კლების პროცესი

„ეს ფსიქოლოგიური საკითხია. ვიცი, რომ წონას ჩავაბარებ, მაგრამ მარტივი არ არის. ჩემებური გზა მაქვს წონის დასაკლებად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთულია. ვცდილობ მარტივი გამოსავალი ვიპოვო, რაც შეუძლებელია. დაბრკოლებების არ მეშინია და მსხვერპლის გაღებისთვის მზად ვარ.“

ტიტულის მეოთხედ დაცვა 2025 წელს

„ჩხუბი ძალიან მიყვარს. მინდა აქტიური ვიყო და მადლობა UFC-ს, რომელმაც ამის საშუალება მომცა. შანსი მქონდა და გამოვიყენე. როგორც აღვნიშნე, ჩხუბი მაბედნიერებს და როდესაც მოსამზადებელ კემპს გავდივარ, თავს იდეალურად ვგრძნობ. როცა ბრძოლა არ მაქვს ჩანიშნული, ყურადღება სხვა რაღაცებზე გადამაქვს.“

პიოტრ იანთან ჩხუბი

„ძალიან მშვიდად ვარ. არ ვიცი, ეს იმის გამოა, რომ დავამარცხე თუ იმის გამო, რომ აქტიურ რეჟიმს შევეჩვიე და თავს კომფორტულად ვგრძნობ. იანს შურისძიება უნდა და შესაძლოა, სახიფათო მეტოქე აღმოჩნდეს, რადგან ძალიან მშვიდად ვარ. დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს შეცვლის და ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.

მახსოვს, პირველი ჩხუბის წინ უაღრესად მოტივირებული ვიყავი და მხოლოდ მოგება მინდოდა. ახლა ეს ორთაბრძოლა ჩემთვის ერთი მორიგი ჩხუბია და ვნახოთ, ვინ არის საუკეთესო. მინდა, მომდევნო მეტოქე დავანოკაუტო ან ტექნიკური ნოკაუტით მოვუგო. მადლობა ჯონ ვუდსა და ყველას, ვინც ჩემ გვერდითაა. მათი წყალობით უკეთესი მებრძოლი ვხდები და დავამტკიცე, რომ სტრაიკინგიც მაქვს. საწყის ჩხუბებში ხელებს უბრალოდ ვიქნევდი და ინსტინქტურად ვჩხუბობდი, ახლა უფრო სუფთა სტრაიკინგი მაქვს — ვურტყამ და თვითონ ვერ მარტყამენ.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა. ღონისძიება თბილისის დროით 7 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილი აქტიური იყო | უგოლო სერია და პრობლემა ბოლო ფაზაში
გულიაშვილი აქტიური იყო | უგოლო სერია და პრობლემა ბოლო ფაზაში