გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი აქტიური იყო | უგოლო სერია და პრობლემა ბოლო ფაზაში

ბოსნიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ველეჟ მოსტარი’’ – „სარაევო’’ 0:0 დასრულდა. სტადიონზე ძალიან კარგი გარემო იყო, მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო, ქომაგთა ჯგუფები მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ/სკანდირებდნენ.

„სარაევოს’’ ქართველმა კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა კვლავ 90 წუთი ითამაშა. 24 წლის ქართველ შემტევს გოლების გატანა ძალიან უჭირს, ამ სეზონში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, 2-დან 1 პენალტიდან. თამაშიდან ბოლოს 24 ივლისს, კონფერენს ლიგაზე „სტიაუასთან’’ გაიტანა. 

ბოსნიის ჩემპიონატის 16 მატჩში 5 საგოლე პასი შეასრულა, რაც პოზიტიური სტატისტიკაა, თუმცა ბოლო ფაზაში იდეალურად ვერ მოქმედებს, დღევანდელ მატჩში მის დარტყმებს სიძლიერე აკლდა, ორივე შემთხვევაში ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და ადვილად ასაღები იყო. 

17 მატჩის შემდეგ „სარაევო'' 23 ქულით მე-4 ადგილზეა. მე-18 ტურში, 6 დეკემბერს „სარაევო'' „ჟელეზნიჩარს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ზურიკომ ვარჯიში განაახლა და შემდეგ ტურში ითამაშებს
კარგი ამბავი: ზურიკომ ვარჯიში განაახლა და შემდეგ ტურში ითამაშებს