მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

წლის საუკეთესო საბმიშენი | მერაბ დვალიშვილი პირველი კანდიდატია

UFC-იმ წლის საუკეთესო საბმიშენის ჯილდოს ნომინანტების წარდგენა დაიწყო. პირველი კანდიდატი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილია. UFC-იმ მის მიერ, შონ ომალის წინააღმდეგ გამოყენებული მახრჩობელა ილეთი გამოარჩია.

„ისე წარმოაჩინა, თითქოს უმარტივესი ყოფილიყოს. მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო საბმიშენის ჯილდოს პირველი პრეტენდენტია“, - წერს საბრძოლო ორგანიზაციის X-ის სოციალური გვერდი.

ცნობისთვის, საუკეთესო ნოკაუტის მსგავსად, საუკეთესო საბმიშენის (მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთი) ავტორსაც გულშემატკივრები გამოავლენენ. ყველა ნომინანტის გამოცხადების შემდეგ ჩატარდება გამოკითხვა, რომელიც 27 დეკემბერს დაიწყება და ქომაგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ მერაბი მეორე ქართველია, ვინც UFC-ის ნომინანტებს შორის მოხვდა. გუშინწინ, ორგანიზაციამ UFC-მა წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდოს ნომინანტების წარდგენა დაიწყო და ილია თოფურია მიერ, ჩარლზ ოლივეირასთან გაფორმებული ნოკაუტი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კენჭისყრის შედეგები ცნობილია - ვის შეხვდებიან ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე
კენჭისყრის შედეგები ცნობილია - ვის შეხვდებიან ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე