მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოუგოს იანმა დვალიშვილს“ - უიტეკერი

UFC-ის ექსჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი გააკეთა.

„ნებისმიერ ჩხუბში არსებობს იღბლიანი დარტყმით მოგების ალბათობა. მაგალითად, მერაბი მიდის თეიქდაუნზე, პიოტრი რეაგირებას ასწრებს და მუხლს ურტყამს - მერაბი ნოკაუტშია. ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია, მაგრამ თუ რეალობაზე ვისაუბრებთ, ვერ ვხედავ, რატომ უნდა განვითარდეს ეს ბრძოლა მათი წინა ბრძოლისგან განსხვავებული სცენარით.

დვალიშვილმა მას შემდეგ სტრაიკინგი გააუმჯობესა, უფრო თავდაჯერებულად იცავს თავს დგომში და უფრო კარგად ანაცვლებს ერთმანეთს დარტყმებსა და ჭიდაობას. როდესაც მერაბი რეგულარულად აკეთებს თეიქდაუნებს, მისი დარტყმებიც უფრო საშიში ხდება.

არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს იანმა გამარჯვებისთვის. მერაბი განსაკუთრებულია და მისი მსგავსი UFC-ში არავინაა. პიოტრ იანი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ტიტულის მოპოვებას ის მხოლოდ იღბლიანი დარტყმით თუ შეძლებს“.

ცნობისთვის, იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 7 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს
არმან ცარუკიანის პროგნოზი | სომეხი მებრძოლი მერაბის წაგებას ვარაუდობს