დანი ოლმო
Aa
Aa

ტრავმის გამო, ოლმო წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

დანი ოლმო გუნდს წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ტრავმა გუშინ, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში (3:1) მიიღო, როდესაც 65-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, დაეცა.

ესპანელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მის ნაცვლად კი მოედანზე ფერან ტორესი გავიდა.

როგორც AS-ი და სხვა ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ოლმოს მხრის ამოვარდნა აქვს – მოსალოდნელია, რომ „ბარსელონას“ ნახევარმცველი მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს. ამრიგად, ის 2025 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RMC-ის ჟურნალისტი: “კვარა? ვფიქრობ, საქმე მენტალურ სისუსტესთან გვაქვს“
RMC-ის ჟურნალისტი: “კვარა? ვფიქრობ, საქმე მენტალურ სისუსტესთან გვაქვს“