მხარდაჭერა ილიას და თვითკრიტიკა | შონ ომალის კომენტარი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ „ელ მატადორს“ მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ოჯახური პრობლემების ფონზე ორთაბრძოლების გამართვა გაუმართლებელია.
„ძალიან ცუდია, და ის ფაქტი, რომ ყველაფერი საჯაროდ ხდება, სიტუაციას უფრო ამძიმებს. როდესაც ცხოვრებაში ასეთ პერიოდს გადიხარ, ნამდვილად არ გინდა, რომ ბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი დაიწყო“, - აღნიშნა ომალიმ.
„შუგამ“ მომდევნო ორთაბრძოლაზეც ისაუბრა, რომელსაც სონგ იადონგთან გამართავს და საკუთარ თავზე იხუმრა: „ჩემი ჩხუბი თანამთავარი მოვლენაც არაა... ხალხო, მაგრად უკან წავედი. ეს შემაწუხებელია. შემდეგი რა არის? პრელიმები? თუ ადრეული პრელიმები? შუგა შოუს აქციების ფასი მაგრად დაეცა.“
სხვათა შორის, ომალის მომდევნო მეტოქეს, სონგ იადონგს სპორტდარბაზის წევრებმა, სადაც ვარჯიშობს, განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. იადონგს დაბადების დღე აქვს და სპორტდარბაზის ყველა წევრი მას შონ ომალის ნიღბით დახვდა.