მერაბ დვალიშვილმა ESPY-ს ჯილდო ჩაიბარა
მიმდინარე წლის ივლისში მერაბ დვალიშვილი ESPN-მა და ESPY-მ წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს.
პიოტრ იანთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერაბს აღნიშნული ჯილდო გაუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს კონკურენციას ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი და კაილა ჰარისონი უწევდნენ.
ასევე გეტყვით, რომ ESPY-ს და ESPN-ის ჯილდოს საანგარიშო პერიოდი 2024 წლის პირველ ივლისს დაიწყო და 2025 წლის 20 ივნისს დასრულდა. ამ პერიოდში კი ქართველმა 3 სატიტულო ბრძოლა მოიგო.
ცნობისთვის, გასულ წელს აღნიშნული ტიტული შონ ო’მალის ერგო. მერაბისა და პიოტრ იანის მომავალი დაპირისპირება 7 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით დაახლოებით 09:00-დან დაიწყება.