ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, ბეშიქთაში
Aa
Aa

თურქული მედია - დავითაშვილი ბეშიქთაშს იანვარში შეუერთდება

ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენში დიდი მომავალი აღარ უწერია. ის იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში არ უნდა თამაშობდეს.

დიდი ხანია ზურიკოს მიმართ ინტერესს ბეშიქთაში იჩენს. ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Haberler უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბეშიქთაში 3 ფეხბურთელს დაიმატებს. ერთ-ერთი კი დავითაშვილი იქნება.

Haberler ასევე წერს, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და ყველაფერი ინტენსიურად ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ თურქულ კლუბს ქართველი შემტევის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, მაგრამ შეთანხმება არ მოხერხდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად დავითაშვილმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ორივე ნომინაციაში ფინალისტებს შორისაა | Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება
კვარა ორივე ნომინაციაში ფინალისტებს შორისაა | Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება