მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ხალხს ეს უნდა ახსოვდეს“ | იანს სჯერა, რომ შეუძლია, მერაბს პრობლემები შეუქმნას

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პიოტრ იანმა, მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. რუსი ექს-ჩემპიონი ტიტულის მოქმედ მფლობელს, მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება და მათი ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა.

„ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ უკვე 10 წელია, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ–3-ში ვიმყოფები. საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციის რეიტინგზე და ყველა საჭირო უნარი მაქვს, რათა გავიმარჯვო და დავამტკიცო, რა შემიძლია. ხალხისგან მხარდაჭერას არ ველოდები, რადგან ვიცი, ბევრს ჩემი არ სჯერა, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცო, რა შემიძლია.

მერაბთან გამართულ პირველ ჩხუბს ვუყურე და მისი სხვა ბრძოლებიც გავაანალიზე. როგორც ვთქვი, მაქვს უნარები, რომლებიც საშუალებას მომცემს, სერიოზული პრობლემები შევუქმნა. ამის მჯერა და ვეცდები, ბრძოლის დროს ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია.“

ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში დვალიშვილი პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამარს ერთი წლის განმავლობაში ოთხჯერ დაიცავს. ბუკმეკერები ფავორიტად მას მოიაზრებენ და თვლიან, რომ იანი პრაქტიკულად უშანსოდააა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩატენვა ჯარიმით | მამუკელაშვილის ტორონტოს ზედიზედ მერვე საშინაო გამარჯვება
ჩატენვა ჯარიმით | მამუკელაშვილის ტორონტოს ზედიზედ მერვე საშინაო გამარჯვება