„ჩემპიონობა მინდა, 1-2 ბრძოლა და ისევ ტიტულზე ვიჩხუბებ“ - ოლივეირა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელი მებრძოლი, ჩარლზ ოლივეირა აცხადებს, რომ მისი მიზანი საჩემპიონო ჩხუბის მიღებაა, ამისთვის კი მაქს ჰოლოუეის დამარცხება იქნება საკმარისი.
„ჩემი და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი BMF-ის ქამრისთვის იანვარში? ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. მე ოჯახთან ერთად ვისვენებ და არსაიდან ეს ინფორმაცია გავრცელდეა - მე არაფერი გამიგია, ამიტომ იანვარში ეს ჩხუბი არ შედგება.
თუმცა, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს - ეს მეც მინდა და მაქსსაც უნდა, ამიტომ ველოდებით კონტრაქტს. ვფიქრობ, ეს მარტში ან აპრილში იქნება.
ისტორიის დაწერა მინდა და, რა თქმა უნდა, BMF-ის ქამრის მოგება ჩემი მემკვიდრეობისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩემი მიზანი ჩეცმპიონობაა. ამასთან ძალიან ახლოს ვარ: რეიტინგში მეორე ვარ და ერთი-ორი ჩხუბი მჭირდება. თუ ჰოლოუეის შთამბეჭდავად მოვუგებ, შემდეგ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.
ცნობისთვის, ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ ოლივეირა ოქტომბერში მატეუშ გამროტს საბმიშენით მოუგო.