საბა მამაცაშვილი, ჟალგირისი
Aa
Aa

იჯარა წლის ბოლომდე - საბა მამაცაშვილი ჟალგირისის ფეხბურთელია

შვედური „სირიუსის“ ქართველი განაპირა მცველი საბა მამაცაშვილი კარიერას ვილნიუსის „ჟალგირისში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ლიეტუვური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

23 წლის ფეხბურთელი ლიეტუვაში წლის ბოლომდე, იჯარით ითამაშებს, მანამდე ის „სირიუსს“ შვედეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ „კალმარში“ ჰყავდა განათხოვრებული და გუნდთან ერთად უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

საბას „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია, შვედეთში გადასვლამდე კი „გაგრაში“ უთამაშია. ასევე, უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და გასული წლის ზაფხულში რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

„საბა მამაცაშვილი წელიწად-ნახევრის წინ აღმოვაჩინე, როცა საქართველოში 21-წლამდე ნაკრების შესარჩევ მატჩს ვესწრებოდი. მას შემდეგ არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ის პროგრესირებს და ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. შემთხვევითობა არაა, რომ საბა შვედეთის ჩემპიონატის ტოპკლუბში, „სირიუსში“ გადავიდა, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონ „იბერია 1999“-ის ღირსებას იცავდა. საბას იჯარით ვიმატებთ, თუმცა გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება გვექნება“, - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გიედრიუს კლევინსკასმა.

აქვე გეტყვით, რომ „კალმარში“ საბამ 13 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება „ჟალგირისს“, ის ლიეტუვის მოქმედი ჩემპიონია და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია - სელტა ქოჩორაშვილის კანდიდატურას განიხილავს
ესპანური მედია - სელტა ქოჩორაშვილის კანდიდატურას განიხილავს