ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

ტორინო გაცვლაზე მუშაობს | Corriere dello Sport საზონოვზე წერს

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა შესაძლოა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ტორინოს“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე „იების“ 26 წლის მცველი ლუკა რანიერია, რომლის სანაცვლოდაც ტურინული კლუბი მზადაა, ფლორენციელებს რამდენიმე ფეხბურთელი შესთავაზოს.

„აგენტმა რანიერი რამდენიმე კლუბს, მათ შორის „ტორინოს“ შესთავაზა. „ფიორენტინა“ მის სანაცვლოდ 8-10 მილიონ ევროს ითხოვს, „ხარები“ კი ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ: ასეთ შემთხვევაში ფლორენციაში საბა საზონოვი და კრისტიანო ბირაგი გადაბარგდებიან“, - წერს გამოცემა.

როგორც ცნობილია, საბა საზონოვი „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის, მარკო ბარონის გეგმებში არ შედის და ტურინულ კლუბს სურს, ქართველ მცველს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაემშვიდობოს, ვინაიდან ზაფხულში საბა თავისუფალი აგენტი გახდება.

რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში საბას მამამ, ანდრეი საზონოვმა განაცხადა, რომ 23 წლის მცველს ტოპ-5 ჩემპიონატის კლუბები იწვევენ და თუ „ტორინო“ პრობლემებს არ შექმნის, ფეხბურთელი კლუბს ამ თვის ბოლომდე შეიცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იჯარა წლის ბოლომდე - საბა მამაცაშვილი ჟალგირისის ფეხბურთელია
იჯარა წლის ბოლომდე - საბა მამაცაშვილი ჟალგირისის ფეხბურთელია