„მახაჩევზე უკეთესად გამოსდის“ | დომინიკ კრუზმა მერაბზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დომინიკ კრუზი თვლის, რომ მერაბ დვალიშვილის გრეპლინგი ისლამ მახაჩევზე საინტერესოა. კრუზმა „მანქანაზე“ მაიკ ბონთან ისაუბრა და ორივე მებრძოლი დაახასიათა.
„ყოველთვის ფოკუსირებული ვიყავი იმაზე, რომ მოგების გარდა, ჩემი ჩხუბები სანახაობრივი ყოფილიყო. მერაბმა იპოვა გზა, რომ იგივე საკუთარი გრეპლინგის წყალობით გააკეთოს და თან ეს ისლამ მახაჩევზე უკეთესად გამოსდის. დვალიშვილის სტილს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ ეს არის თეიქდაუნების დაუსრულებელი სერია - 33 თეიქდაუნი ან რამე მსგავსი.
მერაბი მეტოქეს წამოდგომის უფლებას განზრახ აძლევს და მას ჰგონია, რომ პარტერიდან დგომში გადასვლა კარგად გამოსდის. რეალურად, ამის საშუალებას დვალიშვილი გაძლევს და ზოგიერთი ამას ვერც ხვდება. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც დაცემითა და ადგომით დაიღლები და სწორედ ამ დროს, მერაბი შენ ზემოთ აღმოჩნდება და დარტყმებს განახორციელებს.
პირადად მე, მირჩევნია თეიქდაუნების ოსტატს ვუყურო, ვიდრე მებრძოლს, რომელიც პარტერში მეტოქისგან მომავალ საფრთხეს ანეიტრალებს. მახაჩევი ასეთია. ერთ თეიქდაუნს შეასრულებს და ფეხზე ვეღარ დგები. დროს კლავს და ისე წარმოაჩენს, თითქოს დომინანტია და მარტივად გამარცხებს.“
ცნობისთვის, დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს. მათი დაპირისპირება თბილისის დროით, 7 დეკემბერს გაიმართება.