ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„პიმბლეტი და გეიჯი ილიასთან უშანსოდ არიან“ | მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „მანქანა“ მიიჩნევს, რომ გამარჯვება ორივეს შეუძლია, თუმცა ილია თოფურიასთან შანსი არც ერთ მათგანს აქვს.

„პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება. პედი პიმბლეტს კარგი ჯიუ-ჯიცუ და გრეპლინგი აქვს, თუმცა თუ დგომში დარჩება და სტრაიკინგს აირჩევს, ვფიქრობ, ჯასტინი გაიმარჯვებს. ვინ იცის, ჩხუბი სად წარიმართება — ვნახოთ, რა მოხდება.

ორივეს აქვს მოგების შესაძლებლობა, მაგრამ ილიასთან შანსი არც ერთს აქვს. თოფურია უმაღლესი დონის ჩემპიონია, რომელსაც ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, კარგი ჭიდაობით გამოირჩევა და გრეპლინგიც შესანიშნავად გამოსდის. ჩემი აზრით, ის გეიჯისაც მოუგებს და პიმბლეტსაც.“

ცნობისთვის, დვალიშვილი ძალიან მალე იჩხუბებს და პიოტრ იანს დაუპირისპირდება. გეიჯი და პიმბლეტი კი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იასპარეზებენ. მათი ორთაბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 24 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი ორად გაიყო - ალონსოს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები
რეალი ორად გაიყო - ალონსოს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები