ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

UFC-ის საუკეთესო მებრძოლები | როგორია პანტოჟას რეიტინგი

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალეშანდრე პანტოჟამ, ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. „კანიბალმა“ Pound-for-pound რეიტინგის საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა და ქართველი მებრძოლებიც გამოარჩია.

„Pound-for-pound რეიტინგში პირველი ისლამ მახაჩევი უნდა იყოს, მეორე — ალეშანდრე პანტოჟა. შემდეგ მერაბ დვალიშვილი მოდის. მერაბი მაგარი ბიჭია და მისი სტილი ძალიან მომწონს.

ილია თოფურია ორი წონის ჩემპიონია და შთამბეჭდავია, რაც გააკეთა. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ნამდვილი ცხოველია. თოფურია ჯერ არავის გამოუცდია? როგორ არა — მან ყველა გამოცდა ჩააბარა.“

შეგახსენებთ, რომ პანტოჟა მომდევნო ორთაბრძოლას UFC 323-ზე გამართავს და ჯოშუა ვანს დაუპირისპირდება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლასაც ვიხილავთ.

რაც შეეხება UFC-ის ოფიციალურ Pound-for-pound რეიტინგს, ამ დროისთვის პირველი ისლამ მახაჩევია, მეორე პოზიციაზე ილია იმყოფება, მერაბი კი მესამე ადგილზეა. თავად პანტოჟა მეხუთეა და ხამზატ ჩიმაევს უკავია მეოთხე ადგილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილება განაცხადში - ტოკიოსთვის ძიუდოისტების შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა
ცვლილება განაცხადში - ტოკიოსთვის ძიუდოისტების შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა