ჯეიმი გიტენსი ჩელსიში გადავიდა
„დორტმუნდმა“ ჯეიმი გიტენსის „ჩელსიში“ გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გერმანულმა კლუბმა დაადასტურა, რომ 20 წლის ვინგერის ინგლისში ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
ინგლისელი ფეხბურთელი და ლონდონელები პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დორტმუნდელები ჯეიმის სანაცვლოდ, 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, გიტენსმა 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. ის „დორტმუნდის“ ღირსებას 2022 წლის ივლისიდან იცავს.