სასუოლო ემპოლის დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია გოგლიჩიძეზე
„ემპოლი“ იტალიის რანგით მეორე დივიზიონში, სერია B-ში დაქვეითდა და ახალი სეზონის დაწყებამდე, „როსობლუს“ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს დატოვებს. ერთ-ერთი, ვის წასვლაზეც აქტიურად იწერება, საბა გოგლიჩიძეა და ქართველ მცველს ბევრი მსურველი ჰყავს.
PianetaEmpoli-ის ინფორმაციით, გოგლიჩიძის გაფორმებაზე „სასუოლოც“ ფიქრობს და ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურია. „ნეროვერდიმ“ კონკრეტული ნაბიჯიც გადადგა და „ემპოლის“ ახალგაზრდა მცველის თაობაზე დაუკავშირდა.
როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელებს კარგი ურთიერთობა აქვთ და მხარეები ბარტერის ვარიანტსაც განიხილავენ. არსებობს შანსი, ტრანსფერში რიკარდო კიერვო ჩართონ და „სასუოლომ“ გარკვეული თანხაც გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ Il Tirreno-ს მიხედვით, გოგლიჩიძეს „ნეროვერდის“ პროექტი მოსწონს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა.