თოფურია პიმბლეტზე: მის თვალებში შიში დავინახე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია მიიჩნევს, რომ პედი პიმბლეტს მისი ეშინია.
ESPN MMA-სთან ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა პირისპირ დგომის მომენტი გაიხსენა, როდესაც მისი გამარჯვების შემდეგ, „ბედი“ ოქტაგონზე ავიდა.
„მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა. პედის თვალებში შიში დავინახე და თვალები არასდროს ტყუიან. როდესაც ოქტაგონზე ამოვიდა, ის შეშინებული იყო. თითქოს ფიქრობდა, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო“, - თქვა „ელ მატადორმა“.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
გეტყვით ასევე, რომ რომ ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.