ილია თოფურია, მანელ კაპე
Aa
Aa

„ილია ძლიერია, მაგრამ კრივში გაცილებით უკეთესი ვარ“ - UFC-ის მებრძოლი თოფურიაზე

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მანელ კაპემ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და ქართველი მებრძოლი შეაქო. კაპემ „მატადორს“ კრივი მოუწონა, თუმცა აღნიშნა, რომ თავად ილიაზე უკეთესი კრივი აქვს.

რას ამბობს კაპე:

„ილია ძლიერია და დამსახურებულად გაიმარჯვა. ასეთ სცენარს ველოდი. მას ძლიერი კრივი აქვს და შეგიძლიათ, ამ კომპონენტში მეორე, ან მესამე ადგილზე დააყენოთ. მაგრამ როდესაც საუკეთესოზე ვსაუბრობთ, აქ ჩემი თავი უნდა დავაყენოთ. შედარებაც არ არის, MMA-ში და კრივში საერთოდ სხვა დონეზე ვარ. ეს არ არის ფანატიკოსის საუბარი, ვისაც ეს თამაში ესმის, ამას ყველა მიხვდება“.

ცნობისთვის, მანელ კაპეს MMA-ში 21 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, უმსუბუქესი წონითი დივიზიონის რეიტინგში კი მე-6 ადგილზე იმყოფება.

გასულ უქმეებზე, ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარიც დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მეზიზღება, მას უბრალოდ დავასახიჩრებ“ - პიმბლეტი თოფურიაზე
„ილია მეზიზღება, მას უბრალოდ დავასახიჩრებ“ - პიმბლეტი თოფურიაზე