მუჰამედ ალივით მოიქცა | დენამ ილია შეაქო და პიმბლეტის გამო გაბრაზდა
UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა.
დენა უაითი: „ილია ვარსკვლავია, წონის შეცვლა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამარჯვება შთამბეჭდავია. ილია მუჰამედ ალის მსგავსად მოიქცა''.
მუჰამედ ალი წინასწარ ამბობდა ხოლმე, რომ თავის ბრძოლას ნოკაუტით მოიგებდა. დენამ ამასთან დაკავშირებით გაავლო პარალელი. ილიამ ოლივეირასთან ბრძოლის წინ თქვა, რომ მას პირველივე რაუნდში დაანოკაუტებდა და სწორედ ასე მოიქცა.
ბრძოლის შემდეგ რინგზე პედი პიმბლეტი ავიდა, რაც დენა უაითს არ მოეწონა. პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პიმბლეტისთვის ოქტაგონზე ასვლის უფლება არ უნდა მიეცათ.
დენა: „არ ვიცი პიმბლეტი რინგზე ვინ ჯანდაბამ აუშვა, მაგ დროს ოთახში ვიყავი. ამის ნება არ უნდა მიეცათ. ახლა თოფურია-პიმბლეტის შესაძლო ბრძოლაზე არ ვფიქრობ’’.
დენამ ასევე განაცხადა, რომ ილია საბრძოლო ღამის საუკეთესო პერფორმანსის გამო ბონუსის სახით 50 000 აშშ დოლარს მიიღებს.