არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ამის შესახებ თავიდანვე იცოდა - ცარუკიანი უაითზე ნაწყენი არ არის

ისლამ მახაჩევთან ჩაშლილი საჩემპიონო ორთაბრძოლის შემდეგ უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა, თუმცა UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი არმან ცარუკიანს მაშინდელ საქციელს ამ დრომდე არ პატიობს და სატიტულო შეხვედრის ჩატარების შანსს ჯერჯერობით არ აძლევს. სწორედ აქედან გამომდინარე, უკვე ყველას კარგად მოეხსენება, რომ ახლახანს მოპოვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვა ილია თოფურიას არა სომეხ მებრძოლთან, არამედ პედი პიმბლეტისთან, ან ჯასტინ გეიჯისთან მოუწევს.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვებ-გვერდის ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება ცარუკიანის მენეჯერს სთხოვა და საიატ აბდრახმანოვმა აღნიშნა, რომ ისინი უაითისგან მსგავს დამოკიდებულებას შეგუებულები იყვნენ და კარგად იციან, რომ დივიზიონის ტოპ-ათეულის რომელიმე მებრძოლის დამარცხების შემთხვევაში, არმანისთვის შემდეგ დაპირისპირება უკვე ქამრისთვის იქნება.

ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა თოფურია-ოლივეირას ბრძოლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ოქტაგონზე ამ ბრძოლაში არ უნდა ყოფილიყო და თუ მას ილიასთან ჩხუბის შანსს მისცემენ, „ელ მატადორს“ აუცილებლად ნოკაუტში გაგზავნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაწირი ცხვარი“ | დარიუშმა თოფურიასა და პიმბლეტზე ისაუბრა
„შესაწირი ცხვარი“ | დარიუშმა თოფურიასა და პიმბლეტზე ისაუბრა