თოფურია: „არა მგონია მასთან ჩემი დაპირისპირება ფანებს აინტერესებდეთ“
ილია თოფურიას ბოლო სამი ჩხუბი UFC-ში მისი მეტოქეებისთვის სავალალო შედეგით დასრულდა - 28 წლის „ელ მატადორმა“ ერთმანეთის მიყოლებით ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, რის შემდეგაც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ახლა კი ისმის შეკითხვა, თუ ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე და როდესაც პრესკონფერენციაზე თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირებაზე ჰკითხეს, მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:
„ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი? არ ვფიქრობ, რომ ჩვენი დაპირისპირება შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებისთვის საინტერესო იყოს, რადგან დივიზიონს ახალი სისხლი სჭირდება. მერწმუნეთ, UFC-ის სჭირდება წარმატების მისაღწევად უფრო მეტად დამშეული მებროლები და არა ისეთები, რომელთა ოქტაგონზე ყოფნასაც მივეჩვიეთ“.
ცნობისათვის, გეიჯიმ UFC-ის ხელმძღვანელებს ულტიმატუმით მიმართა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო არ იქნება, კარიერის დასრულებაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება.