დორტმუნდმა ნიკო კოვაჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

დორტმუნდმა ნიკო კოვაჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დორტმუნდის ბორუსიამ ნიკო კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ხორვატი სპეციალისტი გუნდში 2027 წლამდე დარჩება.

53 წლის კოვაჩმა გერმანული გუნდი გასული წლის ზამთარში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, „შავ-ყვითლებმა“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ კოვაჩი სხვადასხვა წლების განმავლობაში ფრანკფურტის აინტრახტსა და მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა.

ამის შემდეგ, 53 წლის მწვრთნელმა მონაკო ჩაიბარა, რის შემდეგაც კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და ბოლოს „ვოლფსბურგის“ დამრიგებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის დიდი პრობლემა“ | ესპანური AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილის დიდი პრობლემა“ | ესპანური AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე