„მთხოვეს ამაზე არ ვისაუბრო“ - თოფურია სამომავლო გეგმებზე
ისევე როგორც თითოეული ქარდის დასრულების შემდეგ, UFC 317-ის მთავარი ბრძოლის დამთავრებას გამარჯვებული მებრძოლის პრესკონფერენცია მოჰყვა. ილია თოფურიამ ადგილზე მყოფი მედიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, თუმცა შეკითხვაზე პასუხის გაცემას, აპირებს თუ არა სამი დივიზიონის ჩემპიონობას, დიპლომატიურად თავი აარიდა.
ილია თოფურია
პედი პიმბლეტთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ის შანსს მიიღებს. ვინ მსურს მომდევნო მეტოქედ? არ ვიცი, ამ სპორტში სხვა ლეგენდები აღარ დარჩნენ, თუმცა საქმე ასარჩევად თუ მექნება, ისევ პედის ავირჩევ, რადგან მისი სახის დასახიჩრება მსურს და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოვინდომებ.
მინდა თუ არა მესამე დივიზიონის ჩემპიონობაზე ბრძოლა? ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა მთხოვეს ჯერჯერობით მაგ საკითხზე საუბრისგან თავი შევიკავო და მათ პირობა მივეცი, რომ თხოვნას შევუსრულებდი. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩემგან კონკრეტულს ვერაფერს გაიგებთ.
ცნობისათვის, ილია თოფურია იმ ათ სპორტსმენს შეუერთდა, რომელთაც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგეს. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ანალოგიურ შედეგს კონორ მაკგრეგორმა 28 წლისა და 4 თვის ასაკში მიაღწია, ხოლო „ელ მატადორმა“ 28 წლის და 5 თვის ასაკში შეძლო ამის გაკეთება.