ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირა გათიშა და ორი წონის ჩემპიონია | თოფურიას საოცარი გამარჯვება

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა.

ილიამ ბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ოლივეირამ ჭიდაობა გადაწყვიტა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და მალევე, პირველი რაუნდის 3:33 წუთზე ქართველმა ოლივეირა გათიშა, ილიას უდიდესი გამარჯვება.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, დაუმარცხებელია.

თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანტოჟამ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა | „კანიბალმა“  ტიტული მეოთხედ დაიცვა
პანტოჟამ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა | „კანიბალმა“ ტიტული მეოთხედ დაიცვა