ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ამ კლოუნმა ისევ რამადანს დაამთხვია“ - ანკალაევმა პერეირას უარი შეუთვალა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევთან რემატჩის გამართვისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარსაც იშვიათად აკეთებდა. თუმცა, წინა კვირაში ტრადიცია დაარღვია და საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის დაღესტნელს თებერვალში, ან მარტში დაუპირისპირდეს, რამაც ანკალაევი როგორც მისი ნათქვამიდან გამოჩნდა, უზომოდ გააღიზიანა.

რას ამბობს ანკალაევი

გიზიარებთ ცხელ-ცხელ ინფორმაციას - ალექს პერეირას ჩემთან ბრძოლა ისევ რამადანის დროს სურს და თუ წინა შემთხვევაში დავთანხმდი და მასთან დაპირისპირებაზე უარი არ ვთქვი, ამჯერად იგივეს გაკეთებას არ ვაპირებ. მარტამდე სჭირდება მომზადება? ეს ხომ სიგიჟეა.  თავდაპირველად მსურს ჩხუბი კარლოს ულბერგთან, რომელიც ჩვენს დივიზიონში ვფიქრობ ამჟამად ყველაზე საშიში მებრძოლია. ეგ კლოუნი კი რისთვის მოემზადება, თავად გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ მარტში გამართულ ქვემძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო შეხვედრაში მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირა ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის შემდეგ გახდა რიგით მესამე დაღესტნელი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გილოცავ, ჩემი ძველი ქამრების მოგებას | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერა
გილოცავ, ჩემი ძველი ქამრების მოგებას | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერა