ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, დენა უაითი
Aa
Aa

„ამ ბრძოლას ხვალვე ჩავნიშნავდი...“ - დენა უაითი ილია-ისლამის ჩხუბზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა UFC 317-ის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბის შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის. უაითი ამბობს, რომ ამ ბრძოლას ხვალვე ჩანიშნავდა, მაგრამ გარშემო ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორიცაა.

დენა უაითი:

„ამ ბრძოლას ხვალვე მოვაწყობდი. ზოგადად, ილიას და ისლამის ჩხუბის ორგანიზება საინტერესო საკითხია. თოფურია სრულყოფილი მებრძოლია, დგომში შესანიშნავია და ასევე, ძალიან კარგი ჭიდაობა აქვს და მიწაზეც ძლიერია. შჭამბეჭდავი ბიჭია. სამწუხაროდ, ამ ბრძოლის ჩანიშვნა მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არ არის. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვნახოთ, რა იქნება“.

ილია თოფურიამ რამდენიმე საათის წინ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში გადასვლის შემდეგ ვაკანტური გახადა. „მატადორმა“ საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუჰამედ ალივით მოიქცა | დენამ ილია შეაქო და პიმბლეტის გამო გაბრაზდა
მუჰამედ ალივით მოიქცა | დენამ ილია შეაქო და პიმბლეტის გამო გაბრაზდა