ლუის ენრიკე
Aa
Aa

„შედეგით ბედნიერი ვარ, ამ ტურნირზე მარტივი თამაშები არ არსებობს“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამისთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი DAZN-ის მიკროფონთან გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

„რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. ვფიქრობ, მატჩი საუკეთესოდ დავიწყეთ, სწორი ინტენსივობით. მეორე ტაიმი კი განსხვავებული იყო, რადგან ანგარიშმა გავლენა მოახდინა. საბოლოო ჯამში, მეოთხედფინალში ვართ და ეს მაბედნიერებს. მეტოქი ან ევროპული „ბაიერნი“, ან „ფლამენგო“ იქნება. ამ მატჩს აუცილებლად ვუყურებთ. ვინ მსურს მეტოქედ? ვფიქრობ, ტურნირის ამ ეტაპზე მეტოქე ვინც არ უნდა იყოს, ყველა მატჩი რთული იქნება. ახლა უნდა დავისვენოთ და შემდეგი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ, ამისთვის მცირე დრო გვაქვს“.

პირველ ნახევარში მეტოქის განეიტრალება შევძელით, მეორე ნახევარში კი საკმარისზე მეტი მომენტი შეგვიქმნეს, იმის მიუხედავად, რომ ანგარიში 4:0 იყო, ასე არ უნდა მომხდარიყო. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მუდმივად მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო.

ძალიან გამიხარდა ძველი მეგობრების ნახვა. მესისთან, სუარესთან, ბუსკეტსთან, ალბასთან და მასკერანოსთან ერთად დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და მათ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ემოციური იყო.

ამ გამარჯვებით, პარი სენ-ჟერმენმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ფლამენგოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაკრიტიკება ძალიან რთულია“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე
„მისი გაკრიტიკება ძალიან რთულია“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე