ილია თოფურია
Aa
Aa

“ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავია“ - UFC-ის მებრძოლებმა ილია შეაფასეს

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თოფურიას ასეთ დიდებულ გამარჯვებას UFC-ის სხვადასხვა მებრძოლები გამოეხმაურნენ.

ჰენრი სეხუდო:

„ილია თოფურია ახლა UFC-ის ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავია“

გილბერტ ბერნსი:

„ვაუ! თოფურია არის განსხვავებული“

ადრიან იანესი:

„ეს აბსოლუტურად გიჟური იყო“

არნოლდ ბილი ალენი:

„განსხვავებულს არაფერს ველოდები, მაგრამ ეს ამავდროულად სიურპრიზი იყო?“

დრიკუს დუ პლესისი:

„კარგად გააკეთე ძმაო! ეს კაცი განსაკუთრებული მებრძოლია“

შეგახსენებთ, რომ ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, ის დაუმარცხებელია.

თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილიამ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია | პიმბლეტმა თოფურიასთან ბრძოლა მოითხოვა
ილიამ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია | პიმბლეტმა თოფურიასთან ბრძოლა მოითხოვა