ჩელსი, ენცო მარესკა, ბენფიკა
Aa
Aa

განრისხებული მარესკა - ჩელსიმ ბენფიკას მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ლონდონის ჩელსი ბენფიკას დაუპირისპირდა, 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე ანგარიში რის ჯეიმსმა გახსნა. 86-ე წუთზე მატჩი გაუარესებული ამინდის გამო შეწყდა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაგრძელდა.

მატჩის განახლების შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლონდონელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ანხელ დი მარიამ აქცია.

დამატებული ტაიმის მე-2 წუთზე ბენფიკას პრესტიანი გაუძევეს და პორტუგალიელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. ამით არისტოკრატებმა ისარგებლეს და 9-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანეს.

108-ე წუთზე ჩელსი წინ ნკუნკუმ გაიყვანა. 114-ე წუთზე უპირატესობა სოლიდური ნეტუმ გახადა, ხოლო დიუსბარი-ჰოლმა 117-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელი ენცო მარესკა განრისხებული იყო და ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარი უკმაყოფილება ვერ დამალა.

მარესკა:

„ეს საფეხბურთო ადგილი არ არის. არ შეიძლება ამინდის გამო თამაში 2 საათით შეწყდეს. ასე ყველანაირი გეგმა ირევა.“

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პალმეირასს დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ მერვედფინალში ბოტაფოგოს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები