ხასიათი გამოავლინეს | ინგლისის 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია
სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც ინგლისმა გერმანიას სძლია და კონტინენტის ახალგაზრდული ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში კი მეოთხედ მოიგო.
მატჩის დასაწყისშივე ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს - ტურნირზე თავისი მეხუთე გოლი „ლივერპულის“ ფეხბურთელმა, ჰარვი ელიოტმა გაიტანა. გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ ინგლისელებმა მეორე გოლიც გაიტანეს - ჯეიმს მაკატის პასის შემდეგ თავი ომარი ჰატჩინსონმა გამოიჩინა.
61-ე წუთზე გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა - ულამაზესი გოლი პაულ ნებელმა გაიტანა. მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე გერმანიას მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა ნებელის ბურთი ხარიხას მოხვდა.
ამგვარად, მატჩის ძირითადის დრო ფრედ დასრულდა (2:2), 93-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ჯონათან როუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებიც ასპარეზობდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში პოლონეთს მოუგო, შემდეგ კი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან დამარცხდა.