გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სამმა კლუბმა ინფორმაცია გამოითხოვა | მიქაუტაძე პრემიერ ლიგის კლუბს სურს

TeamTalk-ის „ინსაიდერის’’, რუდი გალეტის ინფორმაციით, „ლიონის’’ ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირება „ნოტინგემ ფორესტს’’ სურს. გალეტი მიქაუტაძეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფორვარდს უწოდებს.

მიქაუტაძის გადაბირებისთვის ბრძოლაში კონკურენცია დიდი იქნება. „ლიონიდან’’ მიქაუტაძის თაობაზე ინფორმაცია „რომამ’’, „აინტრახტმა’’ და „ნოტინგემ ფორესტმა’’ გამოითხოვეს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის დამატებისთვის დაინტერესებული კლუბების სია გაიზრდება.

„ნოტინგემის'' მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუა და გუნდმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა თასის ორგზის (1978–79, 1979–80) გამარჯვებული კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს.

შეგახსენებთ, „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მოთხოვნები არ შეასრულა და ვალი, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენდა, ვერ დაფარა.

მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში'' 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 11-ს შეადგენს. განსაკუთრებით შედეგიანი სეზონის მეორე ნახევარში იყო, როცა ლიგა 1-ის 7-მატჩიან მონაკვეთში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

„ლიონთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 საგოლე პასი | შათირიშვილის დებიუტი ვიქტორია კიოლნის პირველ გუნდში
2 საგოლე პასი | შათირიშვილის დებიუტი ვიქტორია კიოლნის პირველ გუნდში