ჯონ ტექსტორი
Aa
Aa

„შეცდომები დავუშვით, მაგრამ...“ - ლიონის მმართველი ლიგა 2-ში დაქვეითებაზე

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯონ ტექსტორმა, რომლის კომპანია Eagle Football Holdings Limited-ი „ლიონს“ ფლობს, ფრანგული კლუბის ლიგა 2-ში დაქვეითებაზე ისაუბრა.

„საფეხბურთო მოედანზე ამოცანებს თავს უკეთ ვართმევდი, ვიდრე ფრანგულ საფინანსო სისტემაში. ნათელია, რომ ამ მხრივ წარმატებას ვერ მივაღწიე. მე, როგორც ამერიკელმა ინვესტორმა, სისტემასთან ადაპტაცია ვერ გავიარე, რაც ცოტა გაუგებარია, მაგრამ „ლიონს“ შესანიშნავი ფინანსური ბაზა აქვს.

ვაპირებთ, კლუბში დიდი თანხა ჩავდოთ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გავყიდეთ „კრისტალ პალასი“. გარწმუნებთ, არანაირი ფინანსური პრობლემა არ გვაქვს, ასეთი ლიკვიდურობა არასოდეს გვქონია. თუმცა რაღაც ისეთი ჩავიდინე, რამას ფრანგული მარეგულირებელი ორგანოები გააბრაზა, და ეს უნდა გამოვასწოროთ“.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კერძოდ, საუბარია პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე, რომელიც, როგორც ჩანს, „ლიონმა“ ვერ დაფარა. ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

აქვე გეტყვით, რომ ტექსტორის კუთვნილ კომპანია Eagle Football Holdings Limited-ს „ბოტაფოგო“, „ლიონი“ და ბელგიური „მოლენბეკი“ ეკუთვნის. რამდენიმე კვირის წინ ტექსტორმა „კრისტალ პალასი“ 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, რაც ინგლისური კლუბის ევროპა ლიგაზე დაშვების წინაპირობა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი და ევროპა ლიგა | შეთანხმება დაიდო, ევროტურნირზე თამაშის შანსი არსებობს
ლიონი და ევროპა ლიგა | შეთანხმება დაიდო, ევროტურნირზე თამაშის შანსი არსებობს