გილოცავ, ჩემი ძველი ქამრების მოგებას | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერა
UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა.
ილიას გამარჯვებას კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა, რომელმაც X-ში დაწერა:
„გილოცავ ჩემი ძველი ქამრების მოგებას, ილია !
მან თქვა, რომ პედის თავზე კვერცხებს დაალაგებდა ჰაჰა კარგია.
მსუბუქ წონაში ილია VS პედი კარგი ჩხუბი იქნება.
UFC დაბრუნდა?
თუ ჯერ რაღაც გაკლიათ?
ზედიზედ სამი ნოკაუტი ძალიან კარგია. ამის უარყოფა არავის შეუძლია.
ჩარლზის უიღბლობა. ბრძოლებს სტილები ქმნიან. დიდებულო და ლეგენდარულო UFC-ის მებრძოლო კარგად დაისვენე’’.
ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, დაუმარცხებელია. თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.